გარემო ბეჭდვა ელფოსტა

 

ზოგადი დახასიათება

აქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა მისი ბუნების მრავალფეროვნება. იგი მდებარეობს სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ პერიფერიაზე, ალპური დანაოჭების სარტყელში. საქართველოს რელიეფი წარმოდგენილია მაღალი, საშუალო და დაბალი მთების, ზეგნებისა და ვაკეების ერთობლიობით. მკვეთრად არის გამოხატული მთავარი ოროგრაფიული ერთეულები:

კავკასიონი, მთიანეთშორისი ბარი, რომელიც ლიხის ქედით იყოფა კოლხეთისა და და ივერიის ბარად. მესხეთისა და თრიალეთის ქედები (მცირე კავკასიონის მთიანეთის ნაწილი) და სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი. ისინი გეოტექტონიკურად შეესაბამებიან კავკასიო ნის მთავარი ქედის ანტიკლინორიუმს, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემას, საქართველოს ბელტს, აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემას, ართვინ-ბოლნისის ბელტს, ლოქ-ყარაბაღის სუსტად დანაოჭებულ ზონას.

მთავარ ოროგრაფიულ ერთეულებს აქვთ მეტნაკლები სიდიდის განშტოებები. კავკასიონის მთავარიწყალგამყოფი ქედის ზოგიერთი მწვერვალი საქართველოს ფარგლებში 5000 მეტრზე მეტი სიმაღლისაა, დაფარულია მარადი თოვლითა და მყინვარებით. მისი სამხრეთი კალთამდინარეთა ხეობებით დანაწევრებულია დამოუკიდებელ გვერდით ქედებად. მთიანეთშორის დადაბლებაში მდებარეობს ვაკეები (კოლხეთის, შიდა ქვემო ქართლის, ალაზნის), პლატოები (იმერეთის და სხვ.), ქედები (ლიხის, კვერნაქის, საგურამო-იალნოს, გომბორის), ზეგნები (ივრის). ლიხის ქედი კავკასიონს აკავშირებს მესხეთის ქედთან. ამასთან, იგი გადამწყვეტ როლს ასრულებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს კონტრასტული ლანდშაფტების ჩამოყალიბებაში. მესხეთისა და თრიალეთის ქედები უმთავრესად საშუალო სიმაღლისაა. სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი შედგება ვულკანური ქედების, ქვაბულებისა და პლატოებისაგან. საქართველოს ჰავაც მრავალფეროვანია, რაც განაპირობა მისმა მდებარეობამ სუბტროპიკულ ზონაში, არალკასპიის არიდული ოლქისა და წინა აზიის კონტინენტური ზეგნების საზღვარ ზე. დასავლეთ საქართველოში (კოლხეთში) გაბატონებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, აღმოსავლეთში კი - მშრალი და ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული. სამხრეთ საქართველოს ჰავა კონტინენტურია. კლიმატური პირობების შესაბამისად მდინარეთა ქსელი და ჩამონადენი უთანაბროდ არის განაწილებული. დასავლეთ საქართველოში მდინარეთა ქსელი ხშირია, ჩამონადენი დიდი, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში.
განსხვავება კიდევ უფრო თვალსაჩინოა ნიადაგ-მცენარეულ საფარში. მისმრავალფეროვან სპექტრში წარმოდგენილია: პოლიდომინანტური კოლხური ტყე წითელმიწებსა და ყვითელმიწებზე; ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები ტყის ყომრალ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე; კავკასიონისა და მესხეთ-თრიალეთის ქედის კალთებზე; მარადი თოვლი და მყინვარები კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე; ტყესტეპისა და და სტეპის ლანდშაფტები აღმოსავლეთ საქართველოში და მთის სტეპები შავმიწებით სამხრეთ საქართველოს მთიანეთში.
საქართველოს ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები მეტნაკლებად გარდაქმნილია ადამიანის სამეურნეო საქმიანობისშედეგად.