|

მცენარეები
ფარულთესლოვანები:
ქართული ნეკერჩხალი/Acer ibericum M. Bieb. ex Willd. დურღენი/Anabasis aphylla L. ქართული ნუში/Amygdalus georgica Desf ხემარწყვა/Arbutus andrachne L. სომიეს გლერძი/Astragalus sommieri Freyn ტანას გლერძი/Astragalus tanae K.Koch მედვედევის არყი/Betula medwedewii Regel სამეგრელოს არყი/Betula megrelica Regel რადეს არყი/Betula raddeana Trautv კოლხური ბზა/Buxus colchica Pojark ჩვეულებრივი წაბლი/Castanea sativa Mill სამხრეთის აკაკი/Celtis australis L. შიშველი აკაკი/Celtis glabrata Steven ex Planchon მცირენაყოფიანი ბალამწარა/Cerasus microcarpa C. A. Meyer პონტური საკმელა/Cistus creticus L. კოლხური თხილი/Corylus colchica Albov ყამბრო/Crataegus pontica K. Koch ალბოვის მაჯაღვერი/Daphne albowiana Woronow ex Pobed. ცრუაბრეშუმისებრი მაჯაღვერი/Daphne pseudosericea Pobed. ამიერკავკასიური მაჯაღვერი/Daphne transcaucasica Pobed. გაულთერიასმაგვარი ეპიგეა/Epigaea gaultherioides Boiss. ხემაგვარი მანანა/Erica arborea ნახევრადეკლიანი ევერსმანია/Eversmannia subspinosa Fisch & (DC) აფხაზეთის კურდღლისცოცხა/Genista abchasica Sachokia მლაშობის ჩინგილი/Halimodendron halodendron L. კაკლის ხე/Juglans regia L. კეთილშობილი დაფნა/Laurus nobilis L. შობერის ნიტრარია/Nitraria schoberi L. ზეთის ხე/Osmanthus decorus Boiss. & Balansa უხრავი/Ostrya carpinifolia Scop. საღსაღაჯი/Pistacia mutica Fisch & Mey. თურანულა/Populus euphratica Oliv. ლაფანი/Pterocarya pterocarpa (Michx.) Kunth. დემეტრის ბერყენა/Pyrus demetrii Kutath. კეცხოველის ბერყენა/Pyrus ketzkhovelii Kutath. სახოკიას ბერყენა/Pyrus sachokiana Kutath. კოლხური მუხა/Quercus hartwissiana Stev იმერული მუხა/Quercus imeretina Stev. Ex Malleev მაღალმთის მუხა/Quercus macranthera Fisch et Mey ჭალის მუხა/Quercus pedunculiflora C. Koch. პონტური მუხა/Quercus pontica C. Koch. სმირნოვის შქერი/Rhododendron smirnowii Trautv უნგერნის შქერი/Rhododendron ungernii Trautv. ქიქოძის ტირიფი/Salix kikodseae Goerz გარეჯის სალბი/Salvia garedji Troitzk. ტიგრანის ანწლი/Sambucus tigranii Troitzk სომხური ამპურა/Sorbus hajastana Gabr. კოლხური ჯონჯოლი/Staphylea colchica Stev. კარიაგინის ბეგქონდარა/Thymus karjaginii Grossh. შიშველი თელადუმა/Ulmus glabra Huds. პატარა თელადუმა/Ulmus minor Mill. ძელქვა/Zelkova carpinifolia Pall.
შიშველთესლოვნები: შავი ღვია/Juniperus foetidissima Willd. მრავალნაყოფა ღვია/Juniperus polycarpos K. ბიჭვინთის ფიჭვი/Pinus pityusa Stev. უთხოვარი/Taxus baccata L.
|
წითელი ნუსხის შესახებ
|
ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25 "ცხელ წერტილს". მათ შორის ერთ-ერთი კავკასია, კერძოდ, საქართველოა. კავკასია ასევე 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე. საქართველოში გავრცელებულია მსხვილი ძუძუმწოვრების სამი რიგის - მტაცებლების, წყვილჩლიქოსნების, ვეშაპისნაირების - 30 სახეობა. წვრილი ძუძუმწოვრების ოთხი რიგის 79 სახეობა: მწერიჭამიები - 10 სახეობა, ხელფრთიანები - 29 სახეობა, მღრღნელები - 39 სახეობა და კურდღლისნაირები - 1 სახეობა. საქართველოში გვხვდება ფრინველთა 300-ზე მეტი სახეობა. მიგრირებადი სახეობებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და დასაზამთრებელი ადგილებია კოლხეთის დაბლობი და ჯავახეთის ზეგნის ტბების სისტემა. აქ ასევე გავრცელებულია ქვეწარმავლების 50-ზე მეტი სახეობა. ამფიბიებიდან გავრცელებულია მხოლოდ 12 სახეობა. მტკნარ წყლებში გავრცელებულია თევზების 80-ზე მეტი სახეობა, რომელთა შორის ბევრი ენდემურია. ენდემურობითა და მრავალფეროვნებით ასევე გამოირჩევა საქართველოს უხერხემლოთა ფაუნაც. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში შედის, მარტო ჭურჭლოვან მცენარეთა, 4100-ზე მეტი სახეობა, საიდანაც დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია. ძალიან სამწუხაროდ, საქართველოს, ისევე როგორც მთლიანად კავკასიის, ბიომრავალფეროვნება უკიდურესი საფრთხის წინაშე იმყოფება. ტყეების უმეტესი ნაწილი სახეცვლილია ადამიანის ზემოქმედების შედეგად. მაღალ მთაში გადაჭარბებული ძოვების გამო, თითქმის განადგურებულია ბუნებრივი მცენარეული საფარი და მიმდინარეობს ეროზიის პროცესი. ბუნებრივი მცენარეული საფარი შემორჩენილია თავისი ისტორიული არეალის მხოლოდ მცირეოდენ ნაწილში. საქართველოში ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეებიდან აღსანიშნავია: ბრაკონიერობა, ტყის მასივების გაჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება, მცენარეთა და ცხოველთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა, თევზის რესურსების გადამეტებული მოპოვება, მდინარეებისა და წყალჭარბი სავარგულების დაბინძურება. შედეგად, ადგილი აქვს ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი გარემოს დეგრადირებას, სახეობათა რიცხოვნობის კლებასა და ეკოლოგიური პროცესების რღვევას - ყველაფერს ერთად კი მივყავართ ბიომრავალფეროვნების განადგურებისკენ. ამ სავალალო მდგომარეობის შედეგია, რომ საქართველოს ფაუნიდან 141 სახეობა შეტანილია წითელ ნუსხაში. აქედან: - 11 სახეობას მინიჭებული აქვს კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR) - 32 სახეობას - საფრთხეში მყოფი სტატუსი (EN) - 5 სახეობას - ეროვნულ დონეზე გადაშენებულის სტატუსი (RE), ხოლო - 93 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია (VU). საქართველოს ფლორიდან 56 სახეობაა შეტანილი წითელ ნუსხაში, საიდანაც: - 36 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის (VU) სტატუსი - 18 სახეობას საფრთხეში მყოფის (EN) სტატუსი, ხოლო - 2 სახეობას კი კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR)
|